გაყიდვების მენეჯერი ექსპორტის მიმართულებით — თხილეულის ექსპორტიორი კომპანია

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
თხილეულის ექსპორტიორი კომპანია

გაყიდვების მენეჯერი ექსპორტის მიმართულებით

₾3500 იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

თხილეულის ექსპორტიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების (ექსპორტის მიმართულებით) მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (10:00 -19:00)

ანაზღაურება: 3500 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა;
  • სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საერთაშორისო გაყიდვების/ექსპორტის მიმართულებით გამოცდილება მინიმუმ 3 წელი.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საერთაშორისო ბაზრის ანალიზის საფუძველზე, ახალი კლიენტების მოძიება და არსებულის პორტფელის მართვა;
  • საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვების სტრატეგიისა და სისტემის შექმნა და დანერგვა (დისტრიბუტორები, იმპორტიორები, ონლაინ პლატფორმები);
  • პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
  • კონტრაქტების, კომერციული პირობებისა და მიწოდების პროცესების კოორდინაცია;
  • ექსპორტის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი;
  • გაყიდვების გეგმების შედგენა და შესრულების მონიტორინგი;
  • რისკების შეფასება და ექსპორტის პროცესების ოპტიმიზაცია.

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი.

ჩვენ მოგიძებნით გაყიდვების ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა გაყიდვების ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ