გაყიდვების მენეჯერი- ბათუმი
კლინიკა "მედ-დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კლინიკას გააჩნია ლაბორატორიული და ამბულატორიული სერვისები.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული (განიხილება არასრული განაკვეთიც), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: შეთანხმებით
ფუნქცია მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
- კომპანიის პროდუქტის შეთავაზება და გაყიდვა;
- მომხმარებელთა ბაზების სეგმენტაცია, ფორმირება, მართვა და განვითარება;
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკების წარმართვა;
- კონტროლი/მონიტორინგი ყველა საჭირო პროცედურაზე, იმისათვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს ხარისხიანი მომსახურება;
- არსებულ მომხმარებელთან ურთიერთობის განვითარება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება და განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
- აუცილებელია ფარმაცევტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელური.
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეს გადარჩევა
- ინდივიდუალური გასაუბრება
რას გთავაზობთ კომპანია:
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მზარდ ანაზღაურებას;
- საბონუსე სისტემას.