გაყიდვების მენეჯერი- ბათუმი — Eleve11

Eleve11

გაყიდვების მენეჯერი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Eleven 11 ჯგუფი", "Lamborghini"-ს პროდუქციის ოფიციალური დილერი, აცხადებს ვაკანსიას ბათუმის შოუ რუმის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს "Lamborghini"-ს მიერ წარმოებული პრემიუმ ხარისხის ყავას, ალკოჰოლურ სასმელებს და აქსესუარებს.

ჩვენი კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს სასიამოვნო სამუშაო გარემოს, უნარებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი;
  • სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით, ყოველ დღე 10-დან 20 სთ-მდე;
  • ხელფასი: ფიქსირებული და ბონუსები გაყიდვებიდან;
  • სარგებელი: კომპანია ასევე ანაზღაურებს ჯანმრთელობის დაზღვევის ღირებულების 50%-ს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო ან უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები/თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მომსახურების ხარისხზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

მოვალეობები:

  • ბრენდის და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური დახმარების გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
  • არსებული და პოტენციური პარტნიორი ობიექტების მომსახურება;
  • სალაროსთან და გაყიდვების პროგრამასთან მუშაობა;
  • სალაროს წარმოება და კონტროლი, თანხის დაანგარიშება;
  • შოურუმის ინტერიერისა და სისუფთავის კონტროლი.

შერჩევის ეტაპები:

  • გასაუბრება;
  • გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ ტრენინგი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ