გაყიდვების მენეჯერი- ბათუმი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ლაიქ ჰაუსი", აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ქ. ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
- ლიდების დამუშავება, ინფორმაციის ანალიზი და პოტენციური მომხმარებლის იდენტიფიცირება;
- პოტენციური მომხმარებლისთვის პროდუქტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი პრეზენტირება, როგორც არსებული, ასევე დასრულებული პროექტების შესახებ;
- პოტენციურ მყიდველთან ეფექტური საკომუნიკაციო არხების შექმნა და უწყვეტი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, მათთან ერთად ობიექტის დათვალიერება, წარსადგენი პრეზენტაციების/ შეთავაზების მომზადება;
- მომხმარებელთა ბაზების რეგულარული დამუშავება;
- გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
- გაყიდვის პროცესის CRM სისტემაში ასახვა;
- კომპანიაში მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- გაყიდვების ხელმძღვანელის უშუალო მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), სასურველია CRM-ში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი უნარ-ჩვევები:
- გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზების და დროის მართვის უნარი;
- ინდივიდუალური, და გუნდში მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი ყოველ გაყიდულ ბინაზე);
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას.