გაყიდვების მენეჯერი - ავტოქიმიის მიმართულება — ეკოლაინი

ეკოლაინი

გაყიდვების მენეჯერი - ავტოქიმიის მიმართულება

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ეკოლაინი" — კომპანია GRASS-ის ოფიციალური დილერი საქართველოში.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა/სპეციალიზაცია: გაყიდვები, გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია/სფერო: საცალო ვაჭრობა, სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები, საყოფაცხოვრებო ნივთები (FMCG)
  • გამოცდილების დონე/რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): კორპორატიული მობილური პაკეტი, საწვავის ხარჯების ანაზღაურება, ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება: აუცილებელია
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია (აუცილებელი): გაყიდვები, გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო (აუცილებელი): საცალო ვაჭრობა, სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები, საყოფაცხოვრებო ნივთები (FMCG)
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი ან სხვა
  • ენა: ქართული
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია
  • საკუთარი ტრანსპორტი: კი (მსუბუქი ავტომობილი)

GRASS აცხადებს ვაკანსიას: გაყიდვების მენეჯერი — ავტოქიმიის მიმართულება (GRASS Auto / Detail)

კომპანია შპს "ეკოლაინი" GRASS-ის (ავტოქიმია) და Detail-ის (პრემიუმ ავტოკოსმეტიკა) ოფიციალური დილერია საქართველოში.

ვეძებთ ენერგიულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც განავითარებს ავტოქიმიის მიმართულებას თბილისში — ავტოსამრეცხაოების, დეტეილინგ-სტუდიების, ავტომაღაზიებისა და ავტოსერვისების მიმართულებით. ეს ახალი, მზარდი მიმართულებაა: თქვენ იქნებით პირველი საველე თანამშრომელი, რომელიც ამ ბაზარს განავითარებს, ხოლო კომპანია სრული ინფრასტრუქტურით დაგიდგებათ მხარში.

ეს არის საველე, აქტიური გაყიდვების პოზიცია — ობიექტებზე გასვლა და ახალი კლიენტების მოძიება.

რას გააკეთებთ:

  • ახალი კლიენტების მოძიება: ავტოსამრეცხაოები, დეტეილინგ-სტუდიები, ავტომაღაზიები და ავტოსერვისები
  • პროდუქტის ადგილზე ტესტირება და ხარჯვის ეკონომიკის გაანგარიშება კლიენტთან ერთად (ჩვენი კონცენტრატები ნაკლები ხარჯით იმავე ან უკეთეს შედეგს იძლევა — ამას ტესტით ვამტკიცებთ)
  • პირველი შეკვეთიდან რეგულარულ თანამშრომლობამდე კლიენტის მიყვანა და ასორტიმენტის გაფართოება
  • მუდმივი კლიენტებისთვის დოზირების სისტემების შეთავაზება (მონტაჟს ჩვენი ტექნიკოსი უზრუნველყოფს)
  • ბაზრის შესახებ ინფორმაციის შეგროვება (ახალი ობიექტები, კონკურენტები, საჭიროებები)
  • მუშაობის სისტემური აღრიცხვა კომპანიის ხელსაწყოებში (Fina / Asana)

ვის ვეძებთ:

  • გიყვართ ავტოსფერო და კარგად იცნობთ ავტომოვლის მიმართულებას (დეტეილინგი, სამრეცხაო, ავტოკოსმეტიკა) — ეს აუცილებელი პირობაა
  • გაქვთ გაყიდვების ან კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება (B2B გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო)
  • შეგიძლიათ ციფრებით საუბარი — ხარჯების გაანგარიშება და კლიენტისთვის მარტივად ახსნა
  • ფლობთ საკუთარ ტრანსპორტს (მობილურობისთვის — მიწოდებას ჩვენი ლოგისტიკა უზრუნველყოფს)
  • ხართ დამოუკიდებელი, პასუხისმგებლობიანი და შედეგზე ორიენტირებული

რას გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ხელფასს + შედეგზე დამოკიდებულ პროცენტს პირველივე დღიდან, ზღვრის გარეშე — რაც მეტს შექმნით, მით მეტს გამოიმუშავებთ (დეტალები გასაუბრებაზე)
  • ახალი მიმართულების ნულიდან განვითარების შესაძლებლობას, პერსპექტივით გახდეთ მიმართულების წამყვანი
  • ოფიციალურ ბრენდებს ზურგს უკან: GRASS / Detail, პირდაპირ კონტრაქტს ქარხანასთან და სტაბილურ მიწოდებას
  • მზა ინსტრუმენტებს პირველივე დღიდან: პოტენციური კლიენტების ბაზა-რუკა, საიტი-კატალოგი autodetail.ge, სატესტო პროდუქცია და პრომო-მხარდაჭერა
  • თქვენ ყიდით — მიწოდებას ჩვენი სადისტრიბუციო სამსახური უზრუნველყოფს
  • კორპორატიულ მობილურ კავშირს, საწვავის კომპენსაციას და ავტომობილის ამორტიზაციის ანაზღაურებას
  • გუნდს, რომელიც მაქსიმალურად დაგეხმარებათ