გაყიდვების მენეჯერი/აგენტი
უძრავი ქონების სააგენტო "ტიფლისი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის/აგენტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მოძიებული განცხადებების განთავსება პლატფორმებზე
- პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა და მოლაპარაკების წარმოება
საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:
- ქართულად გამართულად მეტყველების უნარი (დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
- სასურველია გამოცდილება გაყიდვების/მარკეტინგის სფეროში
- პუნქტუალურობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
"ტიფლისი" გთავაზობთ:
- ანაზღაურება: მაღალი საპროცენტო განაკვეთი — საკომისიოს 50% + ბონუსი
- 1500-5000 + ლარი (ზრდადი, კადრის კვალიფიკაციის შესაბამისად)
- უძრავი ქონების მიმართულებით სისტემატურ ტრენინგებს
- არაჩვეულებრივ სამუშაო გარემოს
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00 საათამდე
მისამართი: აკ. წერეთლის გამზირი, წერეთლის მეტროს მიმდებარედ