გაყიდვების მენეჯერი
სარეკლამო კომპანია "ოლპრინტჯი" აცხადებს აქტიურ ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- დასაქმების ადგილი: დიდი ლილო ერეკლე მეორეს მეხუთე შესახვევი.
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
- ანაზღაურება: შედგება ფიქსირებული და ბონუსური ნაწილისაგან.
მოვალეობები:
- აქტიური კომუნიკაცია კომპანიის არსებულ და პოტენციურ დამკვეთებთან.
- კომპანიის პროდუქტების შეთავაზება/გაცნობა.
- აქტიური მოლაპარაკებების წარმოება შეკვეთილ პროდუქციაზე.
- საერთო ანგარიშის მომზადება, წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის შესრულებული სამუშაოს ირგვლივ.
- პროექტის მიმდინარეობის კონტროლი დამკვეთთან შეთანხმებული ვადების, დიზაინის, ხარისხის შემოწმების მიზნით.
- პროექტის დათქმულ ვადებში უხარვეზოდ შესრულებისათვის, ყველა საჭირო რგოლთან აქტიური კომუნიკაცია, სრული სიზუსტით ინფორმაციის გადაცემა წერილობითი თუ ზეპირი ფორმით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია სარეკლამო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.
- უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით სასურველია.
- ქართულად გამართული წერისა და მეტყველების უნარი.
- საოფისე პროგრამების ფლობა.
ვაკანსიით დაინტერესების მსურველებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე არაუგვიანეს 2026 წლის 12 ივლისისა.
გაცნობებთ რომ კომპანია "ოლპრინტჯი" ახორციელებს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას მხოლოდ ვაკანტური პოზიციის ფარგლებში.