გაყიდვების მენეჯერი — ავტო იმპორტ ჯორჯია

ავტო იმპორტ ჯორჯია — ლოგო
ავტო იმპორტ ჯორჯია

გაყიდვების მენეჯერი

₾4500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ავტო იმპორტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტი საქართველოში. ასევე აწარმოებს ექსპორტს და რეექსპორტს.

ძირითადი ქვეყნებია: ამერიკა, კორეა, იაპონია, ევროპის ქვეყნები, ჩინეთი. 2018 წლიდან არის უმსხვილესი კორეული კომპანიის Autowini.com-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 40 თანამშრომელი. კომპანია, მუშაობს როგორც B2C, ასევე B2B გაყიდვებზე.

ზოგადი უპირატესობა:

  • ყველაზე მსხვილი ავტო იმპორტიორი კომპანია სამხრეთ კორეიდან.
  • ყველაზე მსხვილი, კორეული მეორადი ავტო სავაჭრო ონლაინ პლატფორმის, Autowini.com-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
  • ყველაზე მსხვილი, ჩინური მეორადი ავტო სავაჭრო ონლაინ პლატფორმის, Guazi.com- ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.

მოვალეობები:

  • პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარება,
  • პროდუქტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და გაყიდვების ეფექტური პროცესისთვის საჭირო ქმედებების განხორციელება;
  • მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად ავტომობილების შერჩევა, შეძენა სტოკსა და ავტო აუქციონებზე;
  • კომპანიის მიერ დამტკიცებული გაყიდვების გეგმის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია ავტო იმპორტიორ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • გაყიდვების და მოლაპარაკების უნარები
  • მაღალი სერვისული კულტურა: მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და პროფესიონალიზმი;

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი

სამუშაო საათები: 10:00-18:00

ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი 3500 -4500 ლარი საშუალოდ. ბონუსის რაოდენობა შეზღუდული არ არის, დამოკიდებულია გაყიდვების მენეჯერის გამოცდილებაზე.