გაყიდვების მენეჯერი — ქარსფეისი

ქარსფეისი — ლოგო
ქარსფეისი

გაყიდვების მენეჯერი

₾3000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ავტოიმპორტიორი კომპანია "Carspace" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"Carspace" გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ავტომობილების იმპორტის სფეროში, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე დილერებისთვის.

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს:

  • ავტომობილების შეძენას აშშ-ს საერთაშორისო აუქციონებიდან.
  • ტრანსპორტირების სრულ მომსახურებას.
  • საბაჟო პროცედურების სწრაფ და ეფექტიან მართვას.
  • სერვისს დილერებისთვის, რაც მოიცავს ავტომობილების დიდი პარტიების შემოტანისა და განაწილების სრულ პროცესს.

"Carspace"-ის პრიორიტეტი ხარისხი, სანდოობა და დროული მომსახურებაა, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი ავტომობილი მარტივად და კომფორტულად.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი. 10:00-დან 18:00-მდე

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი. აღმაშენებლის ხეივანი N 19

ანაზღაურება: 1000 ლარი ფიქსირებული + ბონუსი (საწყის ეტაპზე საშუალოდ 2000 - 3000 ლარი)

დასაქმებულს ვთავაზობთ:

  • კორპორატიულ დაზღვევას - პაკეტის საფასურს ფარავს კომპანია
  • პროფესიული ტრენინგების გავლის საშუალებას
  • Fitpass

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებისა და ვებ-გვერდების მეშვეობით ავტოდილერების მოძიება;
  • პარტნიორი ავტოდილერების ბაზის მუდმივი მონიტორინგი, განახლება და ადმინისტრირება;
  • პარტნიორ დილერებთან სატელეფონო კომუნიკაციის წარმართვა;
  • გაცნობითი და საქმიანი შეხვედრების ორგანიზება/დაგეგმვა და ჩატარება;
  • ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის კოორდინირება და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების მონიტორინგი;
  • After Sales დეპარტამენტთან ეფექტური კოორდინაცია და მიმდინარე საკითხების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:

  • სასურველია ქოლ-ცენტრში, გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების უნარი;
  • მაღალი ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დაკისრებული მოვალეობების დროულად შესრულების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;