გაყიდვების მენეჯერი — ნეო გლასი

ნეო გლასი

გაყიდვების მენეჯერი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ნეო გლასი" - მინის საწარმო, აცხადებს ვაკანტურ ადგილს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00-მდე

მისამართი: ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის 147

ხელფასი: 1500 ლარი + გაყიდვებიდან ბონუსი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • ახალი კლიენტების მოძიება;
  • მათი მოთხოვნების შესწავლა და პროდუქტების შეთავაზება;
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი;
  • პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და მათთვის სერვისის შეთავაზება;
  • მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, პასუხისმგებელი პირის სწორი და დროული ინფორმირება;
  • არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • რეპორტინგი ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • გამართული მეტყველების უნარი;
  • რუსული და ინგლისური ენების ფლობა;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები - სამომხმარებლო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა;
  • მიზანდასახულობა;
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;
  • დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.