გაყიდვების მენეჯერი
კომპანია: "სოლარ ავტო" - ელექტრომობილების დილერი, რომელიც 2022 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
პოზიციის აღწერა:
ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელსაც აქვს გამოცდილება ან დაინტერესება ელექტრომობილების სფეროთი. გუნდის წევრი იქნება პასუხისმგებელი კლიენტებთან კომუნიკაციაზე, გაყიდვების პროცესის მართვასა და მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფაზე.
მთავარი მოვალეობები:
- ელექტრომობილების გაყიდვების პროცესის მართვა და განვითარების ხელშეწყობა
- კლიენტების კონსულტაცია და შესაბამისი მოდელების შეთავაზება
- ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი
- კომპანიის სტანდარტების დაცვა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება ან დაინტერესება ელექტრომობილების სფეროში
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:30-19:00, შაბათი: შეთანხმებით
ანაზღაურება: 1500+ ლარი (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი