გაყიდვების მენეჯერი
დეველოპერული კომპანია "ტოპოგრაფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული, ადგილზე
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტებისთვის პროექტების შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
- მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
- ლოკაციაზე ვიზიტის დაგეგმვა;
- არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება;
- კლიენტების ბაზის მართვა შესაბამის პროგრამებში;
- გაყიდვების სტიმულირების პროცესში აქტიური მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
- მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
- საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი;
- უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა.
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ჩვენთვის გამოცდილებაზე მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი