გაყიდვების მენეჯერი
ინტელკომ ჯგუფი, IT დისტრიბუციისა და ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთან კომუნიკაცია
- გაყიდვების პროცესების მართვა
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან არასრული განათლება
- გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ანაზღაურება და ბენეფიტები:
- ანაზღაურება: 1200 - 1500 ლარამდე, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად + ბონუსი
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
- რეგულარული კორპორაციული ღონისძიებები
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით
- სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი)
- შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში
ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.