გაყიდვების მენეჯერი
"სი-ემ-ჯი ჯგუფი" 10 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და მუდმივად მზარდი კომპანიაა. ჩვენ გთავაზობთ სახელოვნებო, სამშენებლო და კომპოზიტური მასალების ყველაზე დიდ არჩევანს, ასევე, კომპოზიტური აუზების დამზადებასა და მონტაჟს, სახლების, ოფისების, სხვენების დათბუნებას და ხმის იზოლაციას, სხვადასხვა სახის ავზების შეფუთვას. ვამზადებთ ავტონაწილებს და წყლის ტრანსპორტს - ნავებს, კატერებსა და იახტებს. ჩვენი პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოებულია საქართველოში.
ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
კომპანიის ოფისი მდებარეობს თბილისში, მეტრო დიდუბესთან, წერეთლის N140-ში.
გაეცანით ჩვენს ვებგვერდს: https://vendor.ge
სამუშაო პირობები:
- საინტერესო სამუშაო;
- მეგობრული, არასტრესული გარემო;
- პროფესიული განვითარება გაყიდვების და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
- ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსები გაყიდვების მოცულობიდან გამომდინარე.
- 5 სამუშაო დღე კვირაში, 2 დღე დასვენება (2 დღე ოფისში, 3 დღე დისტანციურად).
მოვალეობები:
- ინფორმაციის გაცვლა ხელმძღვანელობასთან, კოორდინირებული მუშაობა ორგანიზაციის პერსონალთან;
- კომპანიის პროდუქციის კარგი ცოდნა;
- გაყიდვების სტრატეგიისა და მეთოდოლოგიის შემუშავება და წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;
- უკვე არსებული და პოტენციური მომხმარებლების ანალიზი. კლიენტების ბაზის შექმნა და სისტემატიზება;
- მომხმარებელთა რაოდენობის და გაყიდვების ზრდა ყველა ფილიალში;
- რეკომენდაციების შემუშავება გაყიდვების სისტემის, რეკლამის, პროდუქციის ასორტიმენტის, მიწოდებისა და სპეციფიკაციების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით;
- თვის ბოლოს რეპორტინგი.
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- ბიზნესის პროცესების და მარკეტინგის ცოდნა;
- გამართული კომუნიკაცია ქართულ ენაზე როგორც ზეპირად, ასევე წერილობით;
- ინგლისური ენა - B2, რუსული ენა - B2;
- საოფისე პროგრამებთან და ელფოსტასთან მუშაობის ცოდნა;
- კეთილგანწყობა და კომუნიკაბელურობა;
- მოტივირებულობა, ინიციატივიანობა და დისციპლინირებულობა;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.