გაყიდვების მენეჯერი
მეღვინეობა "ნიმბი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბათუმი;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- განსაზღვრული გაყიდვების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება.
- არსებული კლიენტების (სავაჭრო ქსელები, სადისტრიბუციო კომპანიები, ღვინის მაღაზიები, HoReCa სექტორი) მართვა, განვითარება და გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
- ახალი კლიენტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და ახალი თანამშრომლობების ჩამოყალიბება.
- კომპანიის პროდუქციის ეფექტური პრეზენტაცია, პროდუქციის ოპტიმალური წარმოდგენის უზრუნველყოფა გაყიდვის წერტილებში.
- გაყიდვების ინდივიდუალური გეგმებისა და KPI-ების შესრულება.
- კლიენტების შეკვეთების მართვა, მიწოდების პროცესის კოორდინაცია და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.
- კომერციული შეთავაზებების მომზადება და შეთანხმებული პირობების ფარგლებში თანამშრომლობის წარმართვა.
- კლიენტების დებიტორული დავალიანებების კონტროლი და გადახდების დროულად მიღების უზრუნველყოფა.
- გაყიდვების შედეგების, ვიზიტებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელთან.
- კომპანიის მიერ ორგანიზებულ დეგუსტაციებში, პრომოაქტივობებსა და პროფესიულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და პროდუქციის პოპულარიზაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება; (ღვინის, ალკოჰოლური სასმელების ან FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.)
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი KPI-ის მიხედვით);
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- კორპორატიულ ტრენინგებს;
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.