გაყიდვების მენეჯერი — ელექტრონული აკადემია

ელექტრონული აკადემია — ლოგო
ელექტრონული აკადემია

გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ელექტრონული აკადემია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ელექტრონული აკადემია წამყვანი სასწავლო და ტრენინგ ცენტრია. 2019 წლიდან აქტიურად ვმოქმედებთ ქართულ ბაზარზე, ხოლო ჩვენი გუნდი განათლებისა და ტრენინგების სფეროში 24-წლიან გამოცდილებას აერთიანებს. ინდივიდუალურ და კორპორატიულ მომხმარებლებს ვთავაზობთ თანამედროვე, პრაქტიკულ ტრენინგებს სხვადასხვა მოთხოვნად სფეროში. ჩვენი მიზანია, ხარისხიანი სწავლების საშუალებით ხელი შევუწყოთ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • პოტენციური მომხმარებლების იდენტიფიცირება და ახალი გაყიდვების შესაძლებლობების მოძიება;
  • ჩვენი პროდუქტებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ტრენინგების შეთავაზება;
  • სატელეფონო და ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული მოთხოვნების დროული დამუშავება;
  • გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა - პირველი კომუნიკაციიდან რეგისტრაციის დასრულებამდე;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება და გაგზავნა;
  • კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება, შეხვედრების დაგეგმვა და მოლაპარაკებების წარმოება;
  • არსებული მომხმარებლების შენარჩუნება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
  • გაყიდვების გეგმების შესრულება და განსაზღვრული KPI-ების მიღწევა;
  • მომხმარებელთა მონაცემების მართვა და გაყიდვების ეტაპების განახლება;
  • ტრენინგების ჯგუფების შევსების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების მუდმივი ანალიზი;
  • მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა გაყიდვების მხარდამჭერი კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
  • გაყიდვების შედეგების დღიური ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
  • მომხმარებლის უკუკავშირის შეგროვება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება.

რას ველოდებით კანდიდატისგან:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება (სასურველია საგანმანათლებლო ან B2B სექტორში);
  • მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
  • Microsoft Office-ის პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა, ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ფიქსირებული ანაზღაურება + საბონუსე სისტემა;
  • სრული სამუშაო განაკვეთი;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას №3.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • "ელექტრონული აკადემიის" ტრენინგებზე უფასოდ სწავლის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ივლისი, 2026.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ შერჩევისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. რეზიუმის გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით აღნიშნული პირობებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ