გაყიდვების მენეჯერი
სასტუმრო "Astoria Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კორპორატიული და ტურისტული სეგმენტებისთვის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართულობა;
- ახალი კორპორატიული კლიენტების, ტუროპერატორებისა და ტურისტული სააგენტოების მოძიება და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
- მოლაპარაკებების წარმოება ხელშეკრულებებზე, ტარიფებზე, პაკეტებსა და სპეციალურ შეთავაზებებზე;
- გაყიდვების გეგმების შესრულების კონტროლი და შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმვა;
- ბაზრის, კონკურენტების და მოთხოვნის ტენდენციების ანალიზი კორპორატიულ და ტურისტულ მიმართულებებში;
- თანამშრომლობა მარკეტინგის, რეზერვაციისა და ფრონტ ოფისის გუნდებთან ეფექტური გაყიდვების უზრუნველსაყოფად;
- გაყიდვების პროცესის მართვა ჩვენს სისტემაში და კლიენტთა ბაზის განახლება;
- გაყიდვების ანგარიშების, პროგნოზებისა და პერიოდული რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის;
- სასტუმროს სერვისების პროფესიული პრეზენტაცია შეხვედრებსა და ბიზნეს-ღონისძიებებზე;
- სასტუმროს ბრენდის პოზიციონირება და ცნობადობის ზრდა კორპორატიულ და ტურისტულ ბაზარზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (გასაუბრება ჩატარდება ქართულად, ინგლისური და რუსული კომპონენტებით);
- აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
- ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას;
- კვებით უზრუნველყოფას.
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭონქაძის 21
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00