გაყიდვების მენეჯერი
TNG Fire & Safety Systems კომპანიის საქმიანობა წარმოადგენს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების იმპორტს და მის შემდგომ მონტაჟს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. კომპანიის მისიაა სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით მსოფლიოში არსებული მაღალი სტანდარტების საქართველოში შემოტანა და მისი დანერგვა.
"TNG Fire & Safety Systems" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების აქტიური გაყიდვა
- ახალი კლიენტების მოძიება და გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება
- არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება
- კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება
- გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგების ანალიზი
- ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი
- გაყიდვების დოკუმენტაციის წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
- MEP (მექანიკური და ელექტრო საინჟინრო სისტემები) მიმართულებით მუშაობის გამოცდილება - სავალდებულო
- ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა (წერითი და ვერბალური) - სავალდებულო (რუსულის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად)
- მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა
- მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაცია
- ორგანიზებულობა
- ინიციატივიანობა
- მიზანდასახულობა
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს
- კარიერული და პროფესიული განვითარების პერსპექტივას
- თანამედროვე სამუშაო გარემოს
- კონკურენტულ ანაზღაურებას - შეთანხმებით
- შედეგებზე დაფუძნებულ დამატებით მოტივაციას
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გელა გოგიშვილის N10
დასაქმების ტიპი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით