გაყიდვების მენეჯერი
"კაბინეტ თბილისში" გაყიდვების მენეჯერს ვეძებთ!
კომპანია "კაბინეტ თბილისი"-ის გუნდი უკვე 10 წელზე მეტია რაც საცალო და კორპორატიულ მომხმარებლებს სთავაზობს სასურველი დიზაინითა და თანამედროვე მასალებით შექმნილ ავეჯს. გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებს გეძლევათ შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ და ენთუზიაზმით აღსავსე გუნდს.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ავჭალა
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული (მოლაპარაკებისა და კვალიფიკაციის საფუძველზე შეთანხმებადი), დამატებით რეალიზაციის პროცენტი/ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, ბაზის მოძიება/შექმნა და პერიოდული განახლება;
- პოტენციურ პარტნიორ/დამკვეთ კომპანიებთან სატელეფონო კომუნიკაცია და თანამშრომლობის შეთავაზება;
- შეხვედრების დაგეგმვა და საჭიროების შემთხვევაში კორპორატიული შეთავაზებების მომზადება;
- შოურუმში მომხმარებლების დახვედრა, საჭიროებების იდენტიფიცირება, კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის პრეზენტაცია;
- შეკვეთების მიღება, დამუშავება და შეკვეთის ჩაბარებამდე სრული ციკლის მართვა, ჩაბარების შემდგომ დამკვეთის კმაყოფილების საბაზისო კვლევა;
- კომერციული წინადადებების გაგზავნა და შემდგომი კომუნიკაცია;
- დამკვეთებთან მოლაპარაკების წარმართვა და თანამშრომლობის პირობების შეთანხმებაში მონაწილეობა;
- გაყიდვების შედეგების გაუმჯობესებაზე მუდმივი მუშაობა;
- მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
- შესაბამის ბაზაში პარტნიორებისა და დამკვეთების შესახებ ინფორმაციის განახლება;
- სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- კომპანიის კატალოგისა და მიმდინარე პროცესების სრულყოფილად ცოდნა;
- თვის, კვარტლისა და წლის რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ სეგმენტთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
- სასურველია ავეჯის წარმოება-რეალიზაციის ან/და ინტერიერის დიზაინის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
პერსონალური უნარები:
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების უნარი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!