გაყიდვების მენეჯერი
შპს "მაქსთერმი", რომელიც 2005 წლიდან პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გათბობის, გაგრილების, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის მიმართულებით, ასევე სააბაზანოს პრემიუმ ავეჯის ხაზისა და კერამიკის მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 149;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლის თავაზიანად დახვედრა და მომსახურება;
- სანქეტნიკის შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა;
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა, შოურუმში წარმოდგენილი ბრენდების შეთავაზება და გაყიდულ ნივთზე ინვოისის გამოწერა;
- შოურუმში პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა, ფასების ცვლილების ასახვა;
- მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კომპანიის მიერ დაგეგმილ აქტივობებში და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია სანტექნიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონეზე);
პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა, ორგანიზებულობა;
- მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება;
- გუნდურად მუშაობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
კომპანია გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off);
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
სამუშაო საათები: 09:30-18:00 ორშაბათი-შაბათი; (ერთი მოკლე დღე)
ხელფასი: შეთანხმებით
ვაკანსიის განთავსების ვადა: 29.06.2026-დან 2 კვირის ვადით