გაყიდვების მენეჯერი — პისიშოპ.ჯი

პისიშოპ.ჯი — ლოგო
პისიშოპ.ჯი

გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "პისიშოპ.ჯი", კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა.

კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების ციფრული ტექნიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.

კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ხელფასი: ფიქსირებული NET 900 + ბონუსი (კვარტლური)

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და დახმარება;
  • მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა და დოკუმენტაციის შედგენა;
  • პროდუქციის შესწავლა და მომხმარებლისთვის გაცნობა;
  • გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
  • ახალი კლიენტების მოძიება და მუდმივი უკუკავშირი მათთან;
  • ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • ფასმაჩვენებლების კონტროლი;
  • სავაჭრო ობიექტში პროდუქციის წარმოჩენაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ციფრული ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისურო ენის ფლობა და სასურველია რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ენერგიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პრეზენტაბელურობა;
  • მოტივირებულობა;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სწავლას და კარიერულ წინსვლას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს.