გაყიდვების მენეჯერი
DOMEX GROUP აფართოებს გუნდს და ეძებს გამორჩეულ გაყიდვების მენეჯერებს, რომლებსაც სურთ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება და წარმატების ახალ ეტაპზე გადასვლა.
თუ გამოწვევები გაძლიერებს და არა გაშინებს, წაიკითხე ვაკანსია ბოლომდე.
ვინ ვართ ჩვენ?
"DOMEX GROUP"-ის დამფუძნებლებს უძრავი ქონებისა და გაყიდვების სფეროში 15+-წლიანი გამოცდილება აქვთ. ამ წლების განმავლობაში მათ წარმატებით განახორციელეს არაერთი პროექტი, შექმნეს ძლიერი პარტნიორული ქსელი და დღეს ქმნიან თანამედროვე, ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია როგორც კლიენტების, ისე საკუთარი გუნდის წარმატებაზე.
რას გთავაზობთ?
აქ შემოსავალს არ აქვს ზედა ზღვარი.
ჩვენი საუკეთესო მენეჯერები გამოიმუშავებენ იმაზე მეტს, ვიდრე ბევრ კომპანიაში დირექტორები.
რას მოგცემთ?
ყველაზე მთავარი - კონკურენტუნარიანი ანაზღაურება, რომელიც არ შეგხვდება არსად:
- 35%-დან 50%-მდე საკომისიო თითოეული გაყიდვიდან.
- ძლიერი ბრენდი და პროფესიონალური გუნდი
- ობიექტების დიდი ბაზა
- თანამედროვე CRM და ტექნოლოგიური ინსტრუმენტები
- მარკეტინგული მხარდაჭერა და შემომავალი კლიენტები
- მუდმივი განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
- მეგობრული, კომფორტული და ამბიციური გარემო
ვის ვეძებთ?
- ენერგიულ და კომუნიკაბელურ ადამიანებს;
- მათ, ვისაც აქვთ გამოცდილება, უყვართ გაყიდვები და ადამიანებთან ურთიერთობა;
- მათ, ვისაც აქვთ დიდი მიზნები;
- მათ, ვისაც უნდათ ააშენონ კარიერა უძრავი ქონების სფეროში.
სავალდებულო მოთხოვნები
- ქართული ენის თავისუფლად ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
თუ გჯერა, რომ შეგიძლია ბევრი გამოიმუშაო, გაყიდო და განვითარდე - ჩვენ გელოდებით.
შენი შემოსავლის ზღვარს ჩვენ არ ვადგენთ.
მას მხოლოდ შენ განსაზღვრავ.