გაყიდვების მენეჯერი — ვენგო ჯგუფი

ვენგო ჯგუფი

გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ვენგო ჯგუფი აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. ჯგუფის წევრი სატრანსპორტო კომპანია 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც საერთაშორისო გადამზიდავი.

"ვენგო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. ვაკე

სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-18:00

დასვენების დღე: შაბათი - კვირა

ძირითადი ვალდებულებები:

  • გაეცნოს კომპანიის შინაგანაწესს და პრეზენტაციას.
  • აქტიური გაყიდვები უკვე არსებული და ახალი კლიენტების მიმართულებით.
  • პოტენციური კლიენტების მოძიება და პირველადი კომუნიკაცია. (დღიური საშუალო ≥30 ზარი).
  • CRM-ში კლიენტების, მოთხოვნების და შეკვეთების რეგისტრაცია.
  • მოლაპარაკებების დამოუკიდებლად წარმოება.
  • საოპერაციო გუნდთან კოორდინაცია ფასის გამოთვლაზე.
  • დებიტორული დავალიანების მონიტორინგი და ესკალაცია.
  • ტენდერებში მონაწილეობა საშუალო მოცულობაზე (RFI/RFQ შევსება).
  • დოკუმენტაცია: შეთავაზებების მომზადება, შეკვეთის ფორმები, კონტრაქტის შაბლონების ინიციაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი (სასურველია: ბიზნეს-ადმინისტრირება, ლოჯისტიკა).
  • გამოცდილება: 1-2 წელი B2B გაყიდვებში (სასურველია ლოჯისტიკაში ან ექსპედირებაში).
  • უცხო ენები: სასურველია ინგლისური ენა (B2+/C1), მეორე უცხო ენა უპირატესობად ჩაითვლება.

უნარები:

  • მოლაპარაკებების დამოუკიდებლად წარმართვა.
  • ახალი კლიენტების მოზიდვის და არსებული კლიენტების შენარჩუნების უნარი.
  • ანალიტიკური უნარები (ფასების შედარება, ტენდენციების შეფასება).