გაყიდვების მენეჯერი — მოზაიკ ჯორჯია

მოზაიკ ჯორჯია

გაყიდვების მენეჯერი

₾7500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "მოზაიკ ჯორჯია" ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც ჩაერთვება გაყიდვების პროცესში, ტურისტული პაკეტების შექმნასა და კალკულაციაში.

სამუშაო მოვალეობები:

  • ტურისტული პროდუქტების შემუშავება და ღირებულების კალკულაცია;
  • ახალი პარტნიორების მოზიდვა;
  • ინდივიდუალური და კორპორატიული შეთავაზებების მომზადება;
  • გაყიდვების პროცესის მართვა და გარიგებების დასრულება;
  • სწრაფი, ეფექტური და პროფესიონალური მომსახურების უზრუნველყოფა მომხმარებელთათვის;
  • სხვა დავალებების შესრულება საჭიროებისამებრ.

მოთხოვნები:

  • ტურიზმის/გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (აუცილებელია);
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (აუცილებელია);
  • MS Office-ის ცოდნა;
  • DMC სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სისხარტე, სწრაფი აზროვნება და ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

ანაზღაურება:

ფიქსირებულ ხელფასი (1 700-2 500 ლარი გამოცდილების შესაბამისად) + საბონუსე სისტემა (1 500-დან 7 500 ლარამდე)

გამოსაცდელი ვადა - 2 თვე.

სამუშაოს დაწყება - დაუყოვნებლივ.