გაყიდვების მენეჯერი — გრინ დეველოპმენტი

გრინ დეველოპმენტი — ლოგო
გრინ დეველოპმენტი

გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

დეველოპერული კომპანია შპს "გრინ დეველოპმენტი", რომელიც ამჟამად ახორციელებს პროექტს "მწვანე უბანი ლისთან" ეძებს გუნდის ახალ წევრს - გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"მწვანე უბანი ლისთან" პროექტის შესახებ იხილეთ - www.ubani.ge.

გაყიდვების მენეჯერის მოვალეობები:

  • შაბათს და კვირას გაყიდვების ოფისში ვიზიტორების მიღება და პროექტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
  • ცხელი ხაზით შემოსულ ზარებზე პასუხი;
  • სხვადასხვა არხებიდან მიღებულ ლიდებთან კომუნიკაციის წარმოება, ინფორმაციის მიწოდება;
  • გაყიდვების სრული პროცესის გამართულად წარმართვის უზრუნველყოფა;
  • რეპორტინგი;
  • კომპანიაში დადგენილი გაიდლაინების ზედმიწევნით მიყოლა და განხორციელება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 2 სამუშაო დღე: შაბათი და კვირა. 11:00-დან 18:00-მდე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავთო ვარაზის ქუჩა #42 ("მწვანე უბანი ლისთან")