გაყიდვების მენეჯერი — Fitnet

Fitnet — ლოგო
Fitnet

გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Fitnet არის ფიტნესისა და ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებით განვითარებული ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ბრენდსა და სერვისს.

Fit Shop არის Fitnet-ის ერთ-ერთი მიმართულება და მომხმარებლებს სთავაზობს სპორტული კვების, ვიტამინებისა და დანამატების მრავალფეროვან პროდუქტებს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების მხარდასაჭერად.

Fit Shop-ის გუნდი იზრდება და ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ახალი ბიზნეს შესაძლებლობების განვითარებასა და გაყიდვების ზრდაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი პარტნიორი კომპანიებისა და მომხმარებლების მოძიება და მოზიდვა;
  • აქტიური გაყიდვების განხორციელება და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • შემომავალი მოთხოვნების ეფექტური დამუშავება და გაყიდვებში კონვერტაცია;
  • პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
  • გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა;
  • ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
  • გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • B2B გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა.

ლოკაცია: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო განაკვეთი

თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის — შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

თქვენ მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის განხილვის მიზნით.

ინფორმაციის გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით თქვენი მონაცემების დამუშავებას შერჩევის პროცესის ფარგლებში.