გაყიდვების მენეჯერი — კავკასიის გათბობა-გაგრილების კომპანია

კავკასიის გათბობა-გაგრილების კომპანია — ლოგო
კავკასიის გათბობა-გაგრილების კომპანია

გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "კავკასიის გათბობა-გაგრილების კომპანია" - TCL-ის გაგრილების სისტემების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანში და სომხეთში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა
  • სამიზნე კლიენტებთან მუშაობა, მათ შორის საპროექტო ორგანიზაციებთან, სამონტაჟო კომპანიებთან, დეველოპერებთან, სამშენებლო და საინჟინრო ორგანიზაციებთან
  • მოლაპარაკებების წარმოება, კომერციული შეთავაზებების მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა
  • გაყიდვების სრული ციკლის მართვა პირველადი კონტაქტიდან ხელშეკრულების შესრულებამდე
  • კომპანიის პროდუქციის მიმართ სტაბილური ინტერესის შენარჩუნება ბაზარზე
  • გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების ანალიზი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება B2B სექტორში
  • სასურველია გამოცდილება HVAC, საინჟინრო სისტემების, ან ტექნიკური აღჭურვილობის გაყიდვებში
  • HVAC ან საინჟინრო ტექნიკის ბაზრის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
  • მოლაპარაკებების წარმოების პრაქტიკული გამოცდილება და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მუშაობის უნარი
  • კომერციული შეთავაზებების, ხელშეკრულებების და კლიენტთან კომუნიკაციის მართვის გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა
  • FINA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • შედეგზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა და აქტიური სამუშაო სტილი
  • ტერიტორიულ გაყიდვებზე და კლიენტებთან აქტიურ ვიზიტებზე მზადყოფნა
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სატივის ქუჩა #2