გაყიდვების მენეჯერი
Axis Towers Wellness Center აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.37მ (Axis Towers Wellness Centre);
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 11:00-19:00 სთ;
შრომის ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან მე4 კურსის სტუდენტი, სასურველია ბიზნესის, მარკეტინგის და კომუნიკაციების მიმართულებით;
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- პრეზენტაციისა და პროდუქტის/სერვისი ეფექტურად წარმოდგენის უნარი;
- Microsoft office პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- შედეგებზე ორიენტირებული პასუხისმგებლიანი პიროვნება;
- დროის მართვის უნარი;
- პოზიტიური დამოკიდებულება მომხმარებლებთან;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
- სოც ქსელის მართვა;
- CRM-ის ახალ სისტემაში მუშაობა;
- ყოველდღიური რაპორტები, გაყიდვებთან და ვიზიტებთან დაკავშირებით;
- ბიზნესებისთვის, შეთავაზებების გაკეთება და გრძელვადიანი ურთიერთობების შენება.