გაყიდვების მენეჯერი — carway import

carway import — ლოგო
carway import

გაყიდვების მენეჯერი

₾5000 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

თუ ხართ კომუნიკაბელური, აქტიური და მიზანდასახული, რომელსაც სიამოვნებას ანიჭებს გამოწვევებთან გამკლავება და მაღალი შედეგების მიღწევა, გთავაზობთ შემოუერთდეთ შპს „ქარვეი იმპორტი“-ს გუნდს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

შპს „ქარვეი იმპორტი “ წარმოადგენს ავტო იმპორტიორ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია მაღალხარისხიან სერვისის წარმოებასა და მომხმარებლების კმაყოფილების უზრუნველყოფაზე საქართველოში.

მოვალეობები:

  • პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების ზუსტად გარკვევა;
  • ავტომობილების იმპორტის შესახებ ინფორმაციის მომხმარებლებისთვის მიწოდება და შეთავაზება;
  • გაყიდვების სრული პროცესის ორგანიზება და ადმინისტრირება;
  • თანამშრომლობა პარტნიორებთან და ბაზრის კვლევა.

მოთხოვნები:

  • კომუნიკაბელურობა და მინიმალური კომპიუტერული უნარები;
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნება;
  • ავტომობილების საშუალო/მაღალ დონეზე ცოდნა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (არასავალდებულო)

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ