გაყიდვების მენეჯერი
საერთაშორისო კომპანია ‘’პლასტიკს საქართველო’’ პოლიმერული მასალების, თანამედროვე სარეკლამო ინდუსტრიის, ციფრული ბეჭდვის, ინტერიერის გაფორმების, მშენებლობისა და შესაფუთი მასალების უმსხვილესი დისტრიბუტორი აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი.
ძირითადი მოთხოვნები:
- В2В გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- კომუნიკაბელურობა;
- მიზანდასახულობა;
- განვითარების სურვილი;
- პატიოსნება;
- გუნდში მუშაობის უნარი;
სამუშაოს აღწერა:
- საქართველოს რეგიონში კომპანიის მასალების პოპულარიზაციისა და გაყიდვების დაგეგმვა/ორგანიზება (ახალი კლიენტების მოძიება და არსებულ კლიენტებთან სანდო და მყარი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება);
- VIP კლიენტებთან თანამშრომლობის განვითარება (ლოიალობისა და კმაყოფილების გაზრდა);
- შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიშგების მომზადება.
ჩვენ გთავაზობთ:
- ხელშეკრულება შრომის კოდექსის შესაბამისად;
- ღირსეული ანაზღაურება;
- სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ ჩათვლით, 9:00-დან 18:00-მდე;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- საინტერესო სამუშაო და პროექტები პერსპექტიულ საქმიანობის სფეროში;
- ახალგაზრდა და მეგობრულ გუნდში მუშაობა;
„პლასტიკს საქართველო“ პოლიმერული მასალების ბაზარზე უკვე 15 წელი მოღვაწეობს, პოლიმერები ჩვენს ირგვლივაა! ამ თანამედროვე საქმიანობის სფეროს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და შესაძლებლობები.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.