გაყიდვების მენეჯერი — გრიდლაინ ჯგუფი

გრიდლაინ ჯგუფი

გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ავტო იმპორტიორ გრიდლაინ ჯგუფი კომპანიაში ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლის მოზიდვა და მისი საჭიროებების იდენტიფიცირება;
  • მომხმარებლისთვის შესაბამისი ავტომობილის შერჩევაში დახმარება;
  • მომხმარებელთა ბაზის შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობა;
  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და გაყიდვების პროცესში აქტიური ჩართულობა.

თუ მზად ხართ საინტერესო გამოწვევისთვის და:

  • გიყვართ გაყიდვები;
  • გიყვართ მომხმარებლებთან ურთიერთობა;
  • იცნობთ ან გაინტერესებთ ავტომობილების სპეციფიკა და მახასიათებლები;
  • ხართ კომუნიკაბელური, ორგანიზებული და გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
  • გამართულად მეტყველებთ და წერთ ქართულ ენაზე;
  • ფლობთ უცხო ენას (სასურველია);
  • გაქვთ ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, სასიამოვნო სამუშაო გარემო და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. გელოდებით ჩვენს გუნდში!