გაყიდვების მენეჯერი — რომბი უსაფრთხოება

რომბი უსაფრთხოება — ლოგო
რომბი უსაფრთხოება

გაყიდვების მენეჯერი

₾1000 ₾ ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

ვაკანსია: გაყიდვების მენეჯერი (B2B მიმართულება)

კომპანია: შპს "რომბი უსაფრთხოება" (Rombi Safety)

მდებარეობა: ბათუმი, დავით გურამიშვილის შესახვევი N20

შპს ,, რომბი უსაფრთხოება,, არის შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების დაცვას, ზედამხედველობას და მონიტორინგს ბიზნეს სექტორში ეკონომიკური საქმიანობის ყველა მიმართულებით. კომპანიას აქვს 100+ წარმატებული პროექტი. შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მომსახურებას ვუწევთ სხვდასხვა ტიპის ობიექტებს მათ შორის მშენებლობა, რესტორნები, სასტუმროები, ქარხნები და ასე შემდეგ. შპს ,,რომბი უსაფრთხოება,, -ის გუნდის წევრობა ნიშნავს დიდ გამოცდიელბას, კარიერულ წინსვლას, ჯანასაღ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

შპს "რომბი უსაფრთხოება" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ ვაფართოებთ საქმიანობას: ვხსნით შრომის უსაფრთხოების ინვენტარის (PPE) მაღაზიას.

ძირითადი მოვალეობები:

  • კორპორატიული გაყიდვები (B2B): პოტენციური კლიენტების (სამშენებლო, დეველოპერული და სხვა კომპანიები) მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება.
  • პროდუქციის რეალიზაცია: შრომის უსაფრთხოების ინვენტარის (PPE) გაყიდვების მართვა.
  • სერვისების შეთავაზება: კომპანიის მომსახურებების (შრომის უსაფრთხოების აუთსორსინგი, გაზომვები, HACCP) პრეზენტაცია და გაყიდვა.
  • გრძელვადიანი პარტნიორობა: არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და ურთიერთობების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია კორპორატიული მიმართულებით).
  • ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და დარწმუნების უნარი.
  • საკუთარი ავტომობილი (სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი).

ანაზღაურება და სამუშაო პირობები:

  • ფიქსირებული ხელფასი: 1000 ლარი (ერთი თვე გამოსაცდელი ვადით) გაზრდის პერსპექტივით.
  • უნიკალური დაგროვებადი ბონუსი: მომსახურების გაყიდვის შემთხვევაში, თქვენი ბონუსი არ არის ერთჯერადი. დანამატი გერიცხებათ ყოველთვიურად, მანამ, სანამ კლიენტი სარგებლობს ჩვენი სერვისით (მაგ: ხელშეკრულების ვადით).
  • შემოსავლის პოტენციალი: დაგროვებადი ბონუსების სისტემით თქვენი ყოველთვიური ანაზღაურება შეიძლება გაიზარდოს 5000 ლარამდე.
  • ტექნიკური მხარდაჭერა: კორპორატიული ნომერი (ბალანსის შევსებით) და საკუთარი ავტომობილის შემთხვევაში — საწვავით სრული უზრუნველყოფა.

უპირატესობები:

  • ბონუსები და წახალისება
  • კორპორატიული მობილური პაკეტი