გაყიდვების მენეჯერი — ჯიაიჯი ჰოლდინგი

ჯიაიჯი ჰოლდინგი — ლოგო
ჯიაიჯი ჰოლდინგი

გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს “ტიფლის სითი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

პოზიციის მიზანი: კომპანიის უძრავი ქონების განვითარების, გაქირავება-რეალიზაციის პროცესის მართვა და აქტიური გაყიდვების გზით პორტფელის მაქსიმალური დატვირთულობის უზრუნველყოფა.

პასუხისმგებლობები:

  • კომპანიის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების განვითარების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო პოტენციალის შესწავლა: თითოეული ტიპის გასაქირავებელი და გასაყიდი ფართისთვის პოტენციურ კლიენტთა სეგმენტის იდენტიფიცირება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, კომპანიის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და უპირატესობების არგუმენტირება;
  • კომერციული, სასაწყობე და სამაცივრე ფართების, ოფისებისა და კომპანიის მფლობელობაში არსებული სხვა პროდუქტების გაქირავება-რეალიზაცია. კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და კომპანიისთვის მაქსიმალურად მომგებიანი ბიზნეს-წინადადების მიღება;
  • გაყიდვების გეგმის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება და გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
  • უძრავი ქონების გაქირავებისა და გაყიდვის პოტენციური კლიენტების სიის ჩამოყალიბება, მათი მოთხოვნების შესწავლა და მათ ინტერესებზე მორგებული წინადებების მომზადება. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი საპრეზენტაციო მასალის მომზადება-განახლება;
  • პოტენციური კლიენტების მოზიდვის მიზნით აქტიური გაყიდვების წარმოება. განსხვავებული გაყიდვების მეთოდების გამოყენების უზრუნველყოფა: სატელეფონო გაყიდვები, ინტერნეტ გაყიდვები, კლიენტებთან ვიზიტი, პრეზენტაციების ჩატარება და ა.შ.;
  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან აქტიური ურთიერთობა და მათთან კომპანიის პროდუქტების მუდმივი რეკლამირება-პოპულარიზაცია;
  • მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება;
  • კლიენტების მუდმივი ინფორმირება კომპანიის ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ;
  • გაქირავებისა და გაყიდვების შედეგების ანალიზი. გაყიდვების ალტერნატიული არხების განვითარება და გაყიდვების გაუმჯობესების მიზნით კონკრეტული გეგმების შემუშავება;
  • კონკურენტების პერიოდული შესწავლა ცალკეული სეგმენტების მიხედვით და ინფორმაციის მოძიება. ფასების/სერვისების კვლევა და მენეჯმენტთან რეპორტინგი;
  • პერიოდული რეპორტინგის წარმოება ფართების, ათვისების (Occupancy), ვაკანტურობის, იჯარის ხელშეკრულებების ვადების, გადახდების გრაფიკებისა და ტექნიკური მოთხოვნების ყოველდღიური, ყოველთვიური და კვარტალური რეპორტების წარმოება-ანალიზი;
  • საჭიროებისამებრ მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა. კომპანიის ვებ-გვერდის, სოციალური ქსელის მართვა და ინფორმაციის განახლება;
  • ხელშეკრულების მომზადების პროცესში ჩართულობა, ხელშეკრულების პირობების მონიტორინგი;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, უძრავი ქონების მენეჯმენტის ან დეველოპმენტის მიმართულებით;
  • გამოცდილება: უძრავი ქონების რეალიზაციის, გაქირავების ან კომერციული ფართების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე;
  • MS Office სტანდარტული პროგრამების კარგად ცოდნა, განსაკუთრებით (Excel, Word, PowerPoint).

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ეფექტური მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება;
  • მდებარეობა: თბილისი, პეკინის გამზირი #34.
  • ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ფიტნეს დარბაზის ულიმიტო აბონიმენტი, მობილურის ლიმიტი.