გაყიდვების მენეჯერი — დაზღვევის საერთაშორისო კომპანია - ირაო

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია - ირაო — ლოგო
დაზღვევის საერთაშორისო კომპანია - ირაო

გაყიდვების მენეჯერი

₾1000 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

თუ ხარ კომუნიკაბელური, აქტიური, გაბედული, გიყვარს გამოწვევებთან გამკლავება, გაქვს წარმატების მიღწევის სურვილი და გაინტერესებს გაყიდვები, მაშინ შემოუერთდი ჩვენს გუნდს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვინ ვართ ჩვენ?

"დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც 20 წელზე მეტია წარმატებით ემსახურება მომხარებელს და არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის - ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრი.

რა იქნება ფუნქცია-მოვალეობები?

გაყიდვების მენეჯერის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს პოტენციური საცალო და კორპორაციული მომხმარებლის მოძიებას, მათთან კომუნიკაციას, სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზებას, გაყიდვასა და გაყიდვების პროცესის ადმინისტრირებას.

რა გვჭირდება შენგან?

ჩვენ არ ვითხოვთ განათლების ხარისხს და სამუშაო გამოცდილებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინტერესი გაყიდვების სფეროს მიმართ, სურვილი ისწავლო, განვითარდე და მიაღწიო მიზნებს, დანარჩენს კი ჩვენ გასწავლით.

რას გთავაზობთ?

  • მზარდ ანაზღაურებას და საბონუსე სქემას - შედეგებთან ერთად მზარდია ფიქსირებული ანაზღაურება და მაღალი ბონუსის გამომუშავების შესაძლებლობა;
  • პროფესიულ ტრენინგებს - დაეუფლები გაყიდვების ტექნიკებს და შეისწავლი სადაზღვევო სფეროს საქმიანობას და პროდუქტებს;
  • ყოველდღიურ მენტორინგს - გეყოლება პირადი მენტორი, რომელიც ადაპტაციის პერიოდში დაგეხმარება სწავლებასა და ყოველდღიური სამუშაოების შესრულებაში;
  • სწრაფად ზრდის და დაწინაურების შესაძლებლობას - ყოველ სამ თვეში ერთხელ შედეგების მიხედვით გექნება პოზიციური დაწინაურების შესაძლებლობა;
  • კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს - სადაც ვზრუნავთ გუნდის თითოეულ წევრზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (1000 ლარი) + ყოველთვიური ბონუსი