გაყიდვების მენეჯერი
შპს გეომედიკა წარმოადგენს სამედიცინო (მათ შორის მაღალტექნოლოგიური) აპარატურის იმპორტიორ და სადისტრიბუციო კომპანიას.
შპს გეომედიკა აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი - მოქნილი გრაფიკით
ძირითადი მოვალეობები:
- სამიზნე მომხმარებლის და პროექტების მოძიება;
- მომხმარებლის მოთხოვნილებების შესწავლა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- კომპანიის პროდუქციის პრომოცია;
- პროდუქციის უნიკალური თვისებებით მომხმარებლის დაინტერესება;
- პროდუქციის გაყიდვის პროექტის მართვა დაწყებიდან დასრულებამდე.
ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება: სასურველია კანდიდატს ჰქონდეს უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მიმართულების რომელიმე დარგში (მედიცინა, სტომატოლოგია, ფარმაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა ....)
- სამუშაო გამოცდილება: სასურველია კანდიდატს ქონდეს სამუშაო გამოცდილება ვაკანსიის შესაბამის პოზიციაზე არა ნაკლებ 3 წელი, მინიმუმ 3 განხორციელებული პროექტი გაყიდვების მიმართულებით.
ზოგადი თვისებები:
- მობილიზებული;
- ორგანიზებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.
- კომუნიკაბელური, კლიენტებთან ურთიერთობისა და კონსულტაციის გაწევის უნარი.
- აუცილებელია საკომუნიკაციო ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება: შეთანხმებით, ყოველთვიური ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან.