გაყიდვების მენეჯერი
ავტოიმპორტიორი კომპანია "Lemon Logistics" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00
მდებარეობა: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის #5
ანაზღაურება: ფიქსირებული + მზარდი ბონუსი. განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციიდან და დასახული KPI-დან გამომდინარე.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური საცალო და B2B მომხმარებლების მოძიება და კონსულტაციის გაწევა.
- არსებული კლიენტების პორტფოლიოს მართვა.
- ავტომობილების შერჩევა და ისტორიის შემოწმება.
- აუქციონებში მონაწილეობა და ვაჭრობის პროცესის მართვა.
- მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა.
მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ავტოიმპორტი ჩაითვლება უპირატესობად)
- ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა. (ჩაითვლება უპირატესობად)
- კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ:
- სამუშაო სპეციფიკის შესწავლა ადგილზე.
- ფიქსირებული ანაზღაურება + მზარდი ბონუსი.
- კომფორტული სამუშაო გარემო.
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.