გაყიდვების მენეჯერი
აუტო იმპორტიორ კომპანიაში ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის მოზიდვა და მისი საჭიროებების იდენტიფიცირება;
- მომხმარებლისთვის შესაბამისი ავტომობილის შერჩევაში დახმარება;
- მომხმარებელთა ბაზის შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობა;
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და გაყიდვების პროცესში აქტიური ჩართულობა.
თუ მზად ხართ საინტერესო გამოწვევისთვის და:
- გიყვართ გაყიდვები;
- გიყვართ მომხმარებლებთან ურთიერთობა;
- იცით ან გაინტერესებთ ავტომობილების სპეციფიკა და მახასიათებლები;
- ხართ კომუნიკაბელური, ორგანიზებული და გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
- გამართულად მეტყველებთ და წერთ ქართულ ენაზე;
- ფლობთ უცხო ენას (სასურველია);
- გაქვთ ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, სასიამოვნო სამუშაო გარემო და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. გელოდებით ჩვენს გუნდში!