გაყიდვების მენეჯერი — Carexpress

Carexpress

გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

20 წლიანი გამოცდილებით კომპანია "ქარექსპრესის" ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტო იმპორტიორია კავკასიაში. კომპანია ახორციელებს ავტომობილებისა და ნებისმიერი ტიპის სპეც-ტექნიკის, ასევე, ავტონაწილებისა და აქსესუარების იმპორტს ამერიკიდან, იაპონიიდან, ევროპიდან და კანადიდან.

"ქარექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი;
  • მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება;
  • გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
  • ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტლური რეპორტების შექმნა/წარდგენა;
  • კონკურენტი კომპანიების ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • ავტო-იმპორტის ბაზრის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint Outlook);
  • აუცილებელია რუსული ენის ცოდნა (კომუნიკაცია, საუბარი, წერა);
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
  • სწორი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სატელეფონო გაყიდვების წარმოების უნარი.

ხელფასი: ფიქსირებული + საბონუსე სისტემით დაანგარიშებული

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ