გაყიდვების მენეჯერი — ინსტა

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
ინსტა — ლოგო
ინსტა
HR აქტიურია

გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით იწურება Tbilisi · ადგილზე სრული განაკვეთი
"ინსტა" ერთ-ერთი წამყვანი ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანიაა, რომელიც 28 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია ელექტრო, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება. ""ინსტა"-ს თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა: Siemens, Lapp Kabel, Jung, Eaton, Festo და სხვა. ჩვენთან შესაძლებელია გაეცნოთ საქართველოში არსებულ უმსხვილეს კომპანიებთან და საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას.

"ინსტა"-ს გაყიდვების მიმართულებაში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც დაიკავებს გაყიდვების მენეჯერის პოზიციას.

ანაზღაურება: ფიქსირებულს + საბონუსე სისტემა
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 საათი
ლოკაცია: საბურთალო

რას გვთავაზობთ?

** კორპორატიულ ნომერს და ულიმიტო სასაუბრო დროს;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** Fitpass;
** ტრენინგებს და პროფესიული ზრდის საშუალებას.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება, მიწოდების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა;
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია (შეხვედრები, პრეზენტაციები და ა.შ.);
** ახალი მომხმარებლების მოძიება და არსებულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** პროდუქციის ვიზუალური, მისი თვისობრივი მახასიათებლების და მიზნობრივი სეგმენტის შესწავლა;
** პროდუქციის სწორად პოზიციონირება ბაზრის კონკრეტულ სეგმენტზე;
** კლიენტისთვის სიახლეების შეთავაზება;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** გაყიდვების შემდგომი სერვისის კოორდინაცია;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** ბაზრის შესწავლა და ინფორმაციის შეგროვება;
** მომხმარებლებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება;
** ხელშეკრულების შედგენა ხელმძღვანელთან ერთად და გადახდის პირობების შესრულებაზე კონტროლი;
** CRM პროგრამასთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის დონეზე, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel), სასურველია PowerPoint-ში მუშაობის გამოცდილება.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს,

ჩვენ მოგიძებნით გაყიდვების ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა გაყიდვების ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ