გაყიდვების მენეჯერი
საიუველირო კომპანია "ზარაფხანა დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
კატეგორია: გაყიდვები.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა გაყიდვების სფეროში მოლარე კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება;
- სავალდებულოა, ინგლისურისა და რუსულის ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- მომხმარებელთან პროდუქტის პრეზენტაციის, წარდგენისა და მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველდღიური სამუშაო პროცესის აღწერა. მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა;
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა პროდუქტთან დაკავშირებით;
- ინდივიდუალური შეკვეთის მიღება, მონიტორინგი, ადმინისტრირება;
- არსებულ მომხმარებლებთან ურთიერთობის გაგრძელება;
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
ანაზღაურება: 1500-2500 ლარი (ფიქსირებულ 900 ლარს + ბონუსი)
დამატებითი ინფორმაცია:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
საიუველირო კომპანია "ზარაფხანა დეველოპმენტი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.