გაყიდვების მენეჯერი — ბილდინგ მექანიკს ენდ ელექტრონიკს

ბილდინგ მექანიკს ენდ ელექტრონიკს

გაყიდვების მენეჯერი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ბილდინგ მექანიკს ენდ ელექტრონიკს" Schindler-ის შვეიცარიული ჯგუფის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში და ეწევა Schindler-ის ბრენდის ლიფტების, ესკალატორებსა და ტრავოლატორების მონტაჟს, შეკეთებას და ტექნიკურ მომსახურებას, რომელსაც უკვე 150 წელი შეუსრულდა. ბაზარზე ლიდერობის მიზნით, BME - Schindler Georgia იყენებს პროფესიული ეთიკის, ხარისხისა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ვალდებულებები:

  • ახალი კლიენტების ძიება და მოზიდვა.
  • კლიენტებთან პირველადი მოლაპარაკებების წარმოება, ასევე საწყისი კომერციული შეთავაზების მომზადება.
  • მომხმარებელ-კლიენტებისთვის კომპანიის სერვისების წარდგენის შესაძლებლობა პრეზენტაციის სახით, ტელეფონით, ასევე პირადი შეხვედრის დროს.
  • კლიენტებთან ზარების და შეხვედრების რაოდენობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება.
  • ცივი ზარების განსახორციელებლად მონაცემთა ბაზის ძიება და შევსება.
  • გაყიდვების დინამიკისა და პროცესების გააზრება.
  • კომპანიის მიერ გაწეული სერვისების მიმართ მომხმარებლის საჭიროებების ზუსტი იდენტიფიცირება და მომხმარებელთან შეკვეთების კოორდინაცია მისი საჭიროებებისა და ასორტიმენტის ხელმისაწვდომობის შესაბამისად.
  • ნაყოფიერი ურთიერთობების განვითარება უკვე არსებულ მომხმარებელთა ბაზასთან.
  • გაყიდვების დეპარტამენტის ასევე კომპანიის სხვა განყოფილებების თანამშრომლებთან წარმატებული კომუნიკაციის წარმართვა.
  • გაყიდვების მოცულობის დაგეგმვა მომავალი პერიოდებისთვის.
  • სამშენებლო მოედნების მონახულება გაზომვების ჩასატარებლად და არსებული მდგომარეობის შესაფასებლად.
  • საპრეზენტაციო მასალების მომზადება.

მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.
  • კომერციული შეთავაზების მომზადების გამოცდილება.
  • პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, კრეატიულობა, შემოქმედებითი აზროვნება.
  • პრიორიტეტების განსაზღვრისა და ამოცანების შესრულების ვადების შესრულების უნარი.
  • მაღალი წარმადობა გაყიდვებში, კომპეტენტური მოლაპარაკებები და საქმიანი მიმოწერა.
  • კომუნიკაციის და გუნდში მუშაობის უნარი.
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
  • ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა, რუსული ენის ცოდნა მისასალმებელია.
  • მისასალმებელია გამოცდილება სარეკლამო სააგენტოში ან მსხვილი კომპანიის მარკეტინგის განყოფილებაში.
  • სასურველია ციფრულ რეკლამასთან მუშაობის გამოცდილება.
  • უმაღლესი განათლება სავალდებულოა, სასურველია ეკონომიკის, მარკეტინგისა და რეკლამის, შესაძლოა დიზაინის და ჰუმანიტარული ან შემოქმედებითი პროფესიების მიმართულებით.

ვადები:

  • სამუშაო ადგილი დასავლეთი, აჭარის ტერიტორია, ბათუმი.
  • სამუშაო განრიგი ორშაბათი-პარასკევი 9:00-დან 18:00 საათამდე.
  • ხელფასი გასაუბრების შედეგის მიხედვით. (დაახლოებით 2500 ლარი + ბონუსები)

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ