გაყიდვების მენეჯერი — კავკასიის ავტოიმპორტი

კავკასიის ავტოიმპორტი — ლოგო
კავკასიის ავტოიმპორტი

გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი რუსთავი · ადგილზე სრული განაკვეთი

კაუკასუს აუტო, 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს “კაუკასუს აუტო” საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია. ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.

მისი ისტორია 2004 წელს თბილისში დაიწყო და დღეს მოიცავს მილიონამდე იმპორტირებულ ავტომობილს, ათასობით წარმატების ისტორიას და 700-ზე მეტ პროფესიონალს. კომპანიის ზრდა და განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალური თანამშრომლობით, რის შედეგადაც დღეს კომპანია ლოგისტიკის სფეროში მსოფლიო დონის ლიდერია.

‘კაუკასუს აუტოში’ გაყიდვების პროაქტიური გუნდი ჩვენი ბიზნესის წამყვანი ლოკომოტივია და სწორედ ამ მეგობრულ გუნდში რუსთავის ფილიალისთვის გაყიდვების მენეჯერებს ვეძებთ.

მოვალეობები:

  • მოიზიდავენ მომხმარებლებს და მათ მოთხოვნებს და საჭიროებებს გააანალიზებენ,
  • მოიძიებენ მათთვის სასურველ ავტომობილს მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე,
  • მომხმარებელთან ექნებათ აქტიური კომუნიკაცია
  • დაამუშავებენ მომხმარებელთა ბაზას
  • ეფექტურად გაუძღვებიან გაყიდვების პროცესს

მოთხოვნები:

  • გიყვართ გაყიდვები
  • გიყვართ მომხმარებელთან ურთიერთობა
  • იცნობთ ან გაინტერესებთ ავტომობილების სპეციფიკა და მახასიათებლები
  • ხართ კომუნიკაბელური, ორგანიზებული, გიყვართ მუშაობა გუნდში
  • გამართულად მეტყველებთ და წერთ ქართულ ენაზე
  • იცნობთ სხვა რომელიმე ენას

სამუშაო პირობები:

  • მეგობრული გუნდი
  • კარგი სამუშაო გარემო
  • განვითარების შესაძლებლობა

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ