გაყიდვების მენეჯერი — ბილდერზი

ბილდერზი — ლოგო
ბილდერზი

გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "ბილდერზი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
  • ბაზრის დეტალური ანალიზი და გაყიდვების ტაქტიკის შემუშავება;
  • გაყიდვების ახალი შესაძლებლობების დროული იდენტიფიკაცია;
  • სხვადასხვა აქციებისა თუ ერთობლივი პროექტების მოფიქრება;
  • სატელეფონო ზარების პასუხი და სოციალური მედიის მართვა;
  • პოტენციური კლიენტებისთვის სარეალიზაციო უძრავი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება, შეხვედრების დაგეგმვა და მოლაპარაკების პროცესის მართვა;
  • კლიენტებისთვის ხელშეკრულების გაფორმება და ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
  • უძრავი ქონების ბაზრის პერიოდული კვლევა და ანალიზი;
  • გაყიდვების შედეგების შესახებ პერიოდული რეპორტის მომზადება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
  • გაყიდვებთან დაკავშირებულ სხვა მიმდინარე საკითხებზე მუშაობა.
ძირითადი მოთხოვნები:
  • სამშენებლო სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
  • მარკეტინგის ან/და სოციალური მედიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოწესრიგებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
  • ანაზღაურება: ფიქსირებული და საბონუსე სისტემა;
  • სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი);
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ისნის რაიონი.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 7 ოქტომბერი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ