გაყიდვების მენეჯერი
Metalex House - მეტალექს ჰაუსი ახორციელებს მეტალის კონსტრუქციის სახლების მშენებლობას. მეტალის კონსტრუქცია გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ გამძლე, თანამედროვე და ფუნქციური სახლი, რომელიც მორგებულია კონკრეტულ სივრცესა და დამკვეთის სურვილებზე, თითოეული სახლის მშენებლობა მიმდინარეობს ინდივიდუალური პროექტების მიხედვით.
Metalex House - მეტალექს ჰაუსი, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. 10:00-დან 18:00-მდე, შაბათი - კვირა დასვენება.
ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი
ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით გურამიშვილის 39
ძირითადი მოვალეობები:
- სატელეფონო ზარების მიღება-განხორციელება;
- მომხმარებლისთვის პროდუქტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი პრეზენტირება;
- გაყიდვების პროცესის მართვა CRM სისტემაში;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), სასურველია CRM-ში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური, რუსული და თურქული ენების ცოდნა;
- თურქული ენის ცოდნა არის პრიორიტეტული.
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზების და დროის მართვის უნარი;
- ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.