გაყიდვების მენეჯერი — ჯეტექსი

ჯეტექსი

გაყიდვების მენეჯერი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანიის შესახებ

"Jetex Georgia" უკვე 8 წელია ოპერირებს სახანძრო უსაფრთხოების საინჟინრო სისტემების მიმართულებით და განხორციელებული აქვს 200-ზე მეტი პროექტი.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე და ეძებს აქტიურ, ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო საათები: 10:00-19:00

ანაზღაურება: 2 500 ლარი + ბონუსები, შეთანხმებული პირობების შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

  • Jetex Georgia-ს მომსახურებების შეთავაზება და გაყიდვა;
  • სახანძრო სისტემების სამონტაჟო სამუშაოებისთვის საჭირო მასალების გაყიდვა;
  • ახალი და პოტენციური კლიენტების მოძიება;
  • სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება;
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება;
  • კომპანიის მომსახურებებისა და პროდუქციის წარდგენა;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება და კლიენტებისთვის გაგზავნა;
  • მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების პროცესის მართვა;
  • არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება;
  • გაყიდვების გეგმებისა და დასახული მიზნების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • ახალი კლიენტების მოძიებისა და საქმიანი ურთიერთობების განვითარების გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • აქტიურობა, ენერგიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაო პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და მართვის უნარი;
  • სამშენებლო, საინჟინრო ან ტექნიკური პროდუქციის გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკია 10:00-დან 19:00 საათამდე, თუმცა პოზიცია არ გულისხმობს მთელი დღის განმავლობაში ოფისში ყოფნას.
  • ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კანდიდატი იყოს აქტიური და მობილური, რეგულარულად ხვდებოდეს პოტენციურ კლიენტებს, ეცნობოდეს მათ საჭიროებებს და ადგილზე მუშაობდეს ახალი შესაძლებლობების მოძიებასა და გაყიდვების განვითარებაზე.

რას გთავაზობთ

  • ფიქსირებულ ანაზღაურებას — 2 500 ლარს;
  • გაყიდვების შედეგებზე დაფუძნებულ დამატებით ბონუსებს, შეთანხმებული პირობების შესაბამისად;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • აქტიურ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს;
  • გამოცდილ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან თანამშრომლობას.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ