გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.
დღეს, "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.
თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.
გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!
კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!
ჩვენ ვითხოვთ:
- უმაღლეს განათლებას ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებით;
- MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნას;
- მინიმუმ 2 წლიან სამუშაო გამოცდილებას ანალოგიურ პოზიციაზე;
- პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარს;
- გუნდის ეფექტური მართვის უნარს;
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმების შემუშავება;
- გაყიდვების გუნდის მართვა;
- მარკეტინგის გუნდთან ერთად სიახლეების დანერგვაში მონაწილეობა;
- ბაზრის მუდმივი ანალიზი, კონკურენტებისა და პროდუქტების კვლევა, სიახლეების ინიცირება და თანხმობის შემთხვევაში დანერგვის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
- დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება, მათი განვითარების გეგმის (სამუშაო სტანდარტები, დროის მართვა, მომსახურების სტანდარტები, ლიდერული უნარები) და სამოტივაციო გეგმის დასახვა.
სამუშაო ადგილი: თბილისი - ვარკეთილი, გლდანი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 2300-3000 ლარი
ჩვენ ასევე გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ით სარგებლობას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
- უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.