გაყიდვების მენეჯერი
TERRAMETRIC, დეველოპერული და სამშენებლო კომპანია, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ გაყიდვების გამოცდილების მქონე მენეჯერს, რომელსაც შეუძლია კლიენტთან კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და გაყიდვის პროცესის მართვა პირველი კონტაქტიდან გარიგების დასრულებამდე.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია;
- კლიენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
- მოლაპარაკებების წარმოება და გარიგების დახურვა;
- ლიდებისა და გაყიდვების პროცესის მართვა CRM სისტემაში;
- გაყიდვების გეგმის შესრულება;
- ბაზრისა და კონკურენტების შესახებ ინფორმაციის მონიტორინგი;
- კომპანიის შესაბამის გუნდებთან კოორდინაცია.
მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- უცხო ენების ცოდნა სავალდებულოა;
- უძრავი ქონების ან დეველოპერულ სექტორში გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას და გაყიდვების შედეგზე დაფუძნებულ ბონუსს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- თანამედროვე სამუშაო გარემოს;
- დეველოპერულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას.