გაყიდვების მენეჯერი — კონტემპო

კონტემპო

გაყიდვების მენეჯერი

₾5000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ავეჯის შოურუმი "კონტემპო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

შპს "კონტემპო" არის ესპანური ბრენდი Kave Home-ის ექსკლუზიური დილერი საქართველოში. ჩვენს შოურუმში, რომელიც მდებარეობს აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე და 1700 კვადრატულ საგამოფენო სივრცეს, წარმოდგენილია Kave Home-ბრენდის მრავალფეროვანი პროდუქცია: შიდა და გარე ავეჯი, განათება, ტექსტილი, დეკორი და აქსესუარები.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელზე ასაღები - 1700 ლარი, დამატებით გარანტირებული ბონუსი გაყიდვებიდან, საშუალოდ ხელზე ასაღები - 3500-5000 ლარი

ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე

სამუშაო საათები: 10:30-19:30

ძირითადი ფუნქციები:

  • მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და ამომწურავი კონსულტაციის გაწევა;
  • ბრენდის და მისი პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა;
  • პროდუქციის მდგომარეობისა და ფასების სისწორის მუდმივი კონტროლი;
  • მაღაზიის ვიზუალური მდგომარეობის კონტროლი და შენარჩუნება;
  • პროდუქციის რეალიზაცია მომხმარებელზე და შესაბამისი დოკუმენტაციის კურირება;
  • მომხმარებლის ქცევის და პრეფერენციების შესწავლა და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
  • ბრენდის საკომუნიკაციო ენის და სტანდარტების დაცვა

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
  • გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა; ავეჯის, ინტერიერის ან მსგავსი ტიპის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისურ ენაზე თავისუფლად კომუნიკაცია, როგორც წერითი, ასევე ზეპირსიტყვიერი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე

პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაბელურობა და თავდაჯერებულობა;
  • ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და თვითდისციპლინა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა