გაყიდვების მენეჯერი — CargoHub

CargoHub — ლოგო
CargoHub

გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

CargoHub აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, სიმონ კანდელაკის #59;
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; (13:00-14:00 შესვენება)
  • ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი;
  • შვებულება: 24 სამუშაო დღე + დამატებით 6 დასვენების დღე day off;
  • სხვა: კორპორატიული ნომერი ულიმიტო სასაუბრო დროით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტების (საერთაშორისო ტვირთების მქონე ორგანიზაციების) მოძიება / სატელეფონო ზარების განხორციელება ადგილობრივ კომპანიებთან / შეხვედრების ორგანიზება / მოლაპარაკების წარმოება;
  • ხელშეკრულების გაფორმება /ინვოისის მომზადება;
  • მიღებული შეკვეთის ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
  • პარტნიორ ორგანიზაციებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • ბაზების მუდმივი განახლება / რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განიხილება ლოგისტიკურ (სატრანსპორტო) კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატები;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • აუცილებელია რუსული და/ან ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;