გაყიდვების მენეჯერი — DS MEDICAL

DS MEDICAL

გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი

კომპანია "DS MEDICAL" — სამედიცინო პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

გაყიდვების მენეჯერის ძირითადი ფუნქციაა კომპანიის პროდუქციის გაყიდვების ზრდა და არსებული/პოტენციური კლიენტების ეფექტური მართვა.

პოზიციის მოვალეობები მოიცავს:

  • სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელებას დადგენილი გეგმის შესაბამისად და ვიზიტების ხარისხის უზრუნველყოფას კომპანიის სტანდარტების მიხედვით;
  • პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ლაბორატორიის ხელმძღვანელებთან) შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებას; კომპანიის პროდუქციის პრეზენტაციას;
  • კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილ ცოდნას და მათ სწორ კომუნიკაციას კლიენტებთან;
  • კლიენტებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, შენარჩუნებას და ახალი კლიენტების აქტიურ მოძიებას;
  • ვიზიტებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოებას;
  • კომპანიის მიერ განსაზღვრული გაყიდვების გეგმების შესრულებას;
  • ბაზრის კვლევას და ახალ პროდუქტებზე ინფორმაციის მოძიებას;
  • პროდუქციის ნაშთების მუდმივ მონიტორინგს;
  • შეკვეთების დროულ მომზადებას და ოპტიმალურ დაგეგმვას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მინიმუმ საშუალო დონეზე;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორაციული კულტურის სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას;
  • შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე.